პოლიტიკა
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში, რომლის მიხედვით, ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
დაუძლეველი ძალის გამო