შაბათი, ივლისი 18, 2026

ძლიერი წვიმის გამო მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია _ საქართველოს რკინიგზის განცხადება


ძლიერი წვიმის გამო მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია _ საქართველოს რკინიგზის განცხადება

ძლიერი წვიმის გამო, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას,"-ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია