პოლიტიკა
თუკი მზია ამაღლობელი და მისი გულშემატკივრები სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის სასჯელი ასეთი, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ - ზუსტად ელჩების, ასევე NGO-ების და პოლიტიკოსების სინდისზეა ის, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს, ორი წელი სრულად მოიხადოს, - ეს განცხადება "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა