- ივნისი 08, 2026
გია ხუხაშვილი: სომხეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების პროპაგანდა ნაგავშია გადასაგდები“
- ივნისი 08, 2026
- , პოლიტიკა
„სააკაშვილი, როგორც ბუა, ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყენა. სააკაშვილი ხომ თავისი არაადეკვატურობით მუდმივად ბიძინას წისქვილზე ასხამდა წყალს. მტრის ხატი იყო სააკაშვილი და ამ ტალღაზე არჩევნებს მუდმივად იგებდა ივანიშვილი. სააკაშვილი იყო მისი მთავარი დამხმარე საარჩევნოდ, მაგრამ ყავლი გაუვიდა, აღარავის აღარაფერში სჭირდება სააკაშვილი. შიდა პოლიტიკაშიც ის როგორც ფაქტორი, ანტიგმირი, განულებული თუ არა, ძალიან დასუსტებულია. უკრაინასთან იყო ორი თუ სამი შეხვედრა, ცდილობს ბიძინა, რომ რაღაც ტრიუკები ჩაატაროს, ვითომ უკრაინას ელაპარაკება, ვითომ ამერიკასთან ალაგებს, ამ კონტექსტში შეიძლება ამოკრან წიხლი და გააგდონ. არ გამიკვირდება თუ ასე მოხდა. სააკაშვილი აღარ არის აღარანაირი ფაქტორი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.