- ივნისი 08, 2026
რაუფოღლუ: ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ჩინეთთან დაახლოებაზე მზარდ შეშფოთებას გამოხატავს
- ივნისი 08, 2026
- , პოლიტიკა
RFE/RL-ის ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. მისი ცნობით, კანონპროექტი ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ჩინეთის “ორბიტაზე გადადის”. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს H.R. 7668-ე კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე გადადის,” – წერს ალექს რაუფოღლუ.