- ივნისი 08, 2026
დაპირისპირება კასპში “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრების დროს _ შსს-მ გამოძიება დაიწყო
- ივნისი 30, 2023
- , პოლიტიკა
კასპში, "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს. ცნობისთვის, კასპში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.