- ივნისი 08, 2026
ძლიერმა წვიმამ გზები და ლიანდაგები დატბორა
- ივნისი 29, 2023
- , პოლიტიკა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მდინარე ადიდდა და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ასევე, ხარაგაულში წყალმა ლიანდაგი დატბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებული იყვნენ. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.