- ივნისი 08, 2026
“პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა… აქ ვიქნები შეუვალი” – ღარიბაშვილი
- ივნისი 30, 2023
- , პოლიტიკა
“არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო მის მიმართ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არც არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს.” _ განაცხადა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას.