პოლიტიკა
სტიქიის შედეგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში _ სამი ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, მოქალაქეები გასული არიან უსაფრთხო ადგილზე, დაბაში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დამეწყრილია ციტრუსის და თხილის ბაღები, ადიდებულმა მდინარებმა სიმინდის ყანები გაანადგურა, ასევე ადიდებულმა მდინარემ ნასაკირალის წყლის სათავო ნაგებობა აუზთან ერთად დატბორა, _ წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ბესო ქათამაძე