შაბათი, ივლისი 18, 2026

“ბეწვზე გადარჩა მიკროავტობუსი თავისი მგზავრებით” _ ადგილობრივები გურიაში გზის ჩავარდნაზე


“ბეწვზე გადარჩა მიკროავტობუსი თავისი მგზავრებით” _ ადგილობრივები გურიაში გზის ჩავარდნაზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთის და ჩოხატაურის გზა ჩავარდა. ადგილობრივი მცხოვრები მადონა კიღურაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ საბედნიეროდ, ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. [embed]https://www.youtube.com/shorts/EHocIa5_CTQ[/embed] „როგორც თვითმხივლელებმა მითხრა, გზის ჩავარდნამდე გაიარა ტრაილერმა, შემდეგ მსუბუქმა მანქანამ და მას მოყვებოდა მიკროავტობუსი. ბეწვზე გადარჩა მიკროავტობუსი თავისი მგზავრებით. ჩემი მეზობელი იჯდა იმ მიკროავტობუსში. მძღოლმა ყველაფერი გააკეთა მგზავრები გადაერჩინა. “ - გვითხრა მადონა კიღურაძემ. ვიდეომასალა "გურია ნიუსს" მადონა კიღურაძემ მოაწოდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია