- ივნისი 08, 2026
ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა (მაროკო)
- სექტემბერი 09, 2023
- , პოლიტიკა
აროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის მეჩეთის მინარეთი დაინგრა.