- ივნისი 08, 2026
სტიქიის შედეგები გურიაში – როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება
- სექტემბერი 10, 2023
- , პოლიტიკა
გურიაში მესამე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ამ დროისთვის კიდევ რჩება სოფლები, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მიზეზი კი ელექტროგადამცემი ბოძების და სადენების დაზიანებაა. როგორც "გურია ნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელექტროენერგიის გარეშე ლანჩხუთში 1000-მდე აბონენტია დარჩენილი. "ლანჩხუთში, ჯამში 1000-მდე აბონენტია გათიშული. დღის ბოლომდე, სავარაუდოდ სრულად აღვადგენთ",_ ამბობენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში". შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. სტიქიას რეგიონში 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. 100 ოჯახი კი საცხოვრებელი სახლებიდან გამოყვანილია და სასტუმროშია განთავსებულია.