შაბათი, ივლისი 18, 2026

სამი ოჯახის მდგომარეობა მძიმეა _ სტიქიის შედეგები ნასაკირალში


სამი ოჯახის მდგომარეობა მძიმეა _ სტიქიის შედეგები ნასაკირალში

სტიქიის შედეგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში _ სამი ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, მოქალაქეები გასული არიან უსაფრთხო ადგილზე, დაბაში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დამეწყრილია ციტრუსის და თხილის ბაღები, ადიდებულმა მდინარებმა სიმინდის ყანები გაანადგურა, ასევე ადიდებულმა მდინარემ ნასაკირალის წყლის სათავო ნაგებობა აუზთან ერთად დატბორა, _ წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ბესო ქათამაძე. შეგახსენებთ, რომ სტიქიამ პრობლემები შექმნა გურიაში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ამოქმედებულია ცხელი ხაზი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: 551 38 38 05 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 577 601 304 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: 599058700



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია