პოლიტიკა
ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა