შაბათი, ივლისი 18, 2026

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა (R)


„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა (R)

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. “ ახალგაზრდებს წარვუდგინე ჩვენი პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. სპორტი გახდება ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის; ვგეგმავთ სპორტული მოედნების და კლუბების რეაბილიტაციას; მწვრთნელებს ექნებათ მეტი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან; მოეწყობა ახალი სარეკრეაციო სივრცეები; მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; ახალგაზრდებს დავეხმარებით ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებაში. ახალი თაობა უფრო მეტად იქნება ჩართული ადგილობრივი მმართველობის პროცესში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (R)



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია