შაბათი, ივლისი 18, 2026

ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში


ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში

დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან. „იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში დღეიდან მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. იმუნიზაცია მოქალაქისთვის სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი - დღეიდან, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება”,_ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია