- ივნისი 08, 2026
როგორია ეპიდმდგომარეობა ბახმაროში
- აგვისტო 25, 2021
- , პოლიტიკა
ბახმაროში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. „ბახმაროში, ბოლო დღეების განმავლობაში, შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. 2 დღის წინ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ იყო, გუშინწინ დაფიქსირდა 2 შემთხვევა. ინფიცირება დაუდასტურდათ დასასვენებლად ჩასულ ადამიანებს. მათ დატოვეს ბახმარო. გუშინაც არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა“,_ ნატო ჯიბუტმა. [sexy_author_bio]