პოლიტიკა
ერთ - ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ, არის შემდეგი - მოვწონვართ ჩვენ ბევრს თუ არა, ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის და სხვების ხელით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა