პოლიტიკა
5 საათისთვის, ჩოხატაურის #62 ოლქის უბნებზე, სადაც დღეს საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ, ამომრჩევლის აქტივობა ასეთი იყო:
ხევის საარჩევნო უბანზე 284 ამომრჩეველი გამოცხადდა _ ამ უბანზე პირველ ტურში 247 ამომრჩეველმა გამოხატა ნება; ნაბეღლავის უბანზე _ 134 ამომრჩეველი მივიდა, აქ პირველ ტურში მონაწილეობა 194 ამომრჩეველმა მიიღო; ქვაბღის უბანზე ხუთი საათისთვის 160 ამომრჩეველი იყო მისული და ამ უბანზე პირველ ტურში სულ 183 ამომრჩეველი მივიდა; რაც შეეხება ჩხაკაურას უბანს, ხუთი საათისთვის 142 ამომრჩეველი იყო მისული და ამ უბანზე, პირველ ტურში სულ 173-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა