შაბათი, ივლისი 18, 2026

იღბლიანი ამერიკელი


იღბლიანი ამერიკელი

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მცხოვრებმა ქალმა 10 წლის განმავლობაში ლატარიაში მილიონი დოლარი ორჯერ მოიგო. სექტემბერში ლინდი სვინიმ ადგილობრივ მაღაზიაში მომენტალური ლატარია იყიდა და 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ანალოგიური თანხა მან 10 წლის წინაც მოიგო. ლატარიის წესების თანახმად, გამარჯვებულს გადასახადების გადახდის შემდეგ შეუძლია თანხა მთლიანად აიღოს ან ფული ნაწილ-ნაწილ გაიტანოს. ქალმა პირველი ნაწილი აირჩია და საბოლოო ჯამში 650 000 დოლარი გადაეცა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია