შაბათი, ივლისი 18, 2026

ამომრჩეველთა აქტივობა ძიმითსა და ჭანიეთში


ამომრჩეველთა აქტივობა ძიმითსა და ჭანიეთში

როგორც დღის განმავლობაში ვწერდით, საარჩევნო უბნებზე, პირველ ტურთან შედარებით, 5-10 პროცენტით ნაკლები აქტივობაა. ამ დროისთვის, ჭანიეთის # 53 უბანზე 415 მოქალაქე გამოცხადდა. სულ ჭანიეთის საარჩევნო სიაში 801 პირია რეგისტრირებული. პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა დაბალია, რადგან საღამოს შვიდი საათისთვის მაშინ 500-მდე ამომრჩეველი იყო გამოცხადებული, _ გვითხრეს აქ. ძიმითის 52-ე საარჩევნო უბანზე, ამ დროისთვის 790 -მა პირმა გამოხატა თავისი ნება. გადასატანი ყუთის სიაში 43 მოქალაქე ირიცხება. პირველ ტურში ამ დროისთვის მოსული იყო 850 ადამიანი. _ დაახლოებით, თანაბარია ჩვენთან პირველი და მეურე ტურის აქტივობის ხარისხი. სულ სიაში 1415 პირია რეგისტრირებული, თუმცა ბევრი არ იმყოფება სოფელში. უმეტესად უცხოეთში არიან წასული სამუშაოდ, _ თქვეს კომისიაში. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია