შაბათი, ივლისი 18, 2026

მამუკა ბიბილეიშვილი: “სამტრედიაში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”


მამუკა ბიბილეიშვილი: “სამტრედიაში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”

გურია ნიუსს" ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მუნიციპალიტეტის მერობის ყოფილი კანდიდატი, მამუკა ბიბილეიშვილი სოფელ იანეთის 23-ე საარჩევნო უბნიდან დაუკავშირდა, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ,,ნაციონალებიდან" კენჭს იყრის ალექსანდრე კოხრეიძე. ოპოზიციონერი მამუკა ბიბილეიშვილის შეფასებით, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე სახის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. "იანეთის #23 და#48 უბანზე და აბაშის #27 უბანზე, ჯერჯერობით, საარჩევნო პროცესი მოიცავს მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია ამ დროისთვის. რაიმე სახის უხეშ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. აგრესიულ ვითარებაში არ მიმდინარეობს პროცესი", _ გვითხრა მამუკა ბიბილეიშვილმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია