პოლიტიკა
„ჩემი დღევანდელი გამოსვლა ერთი ციტატით მინდა დავიწყო -„განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეღო, კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და „სამხრეთ ოსეთის" ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით? მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება"! - ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილის ეკუთვნის", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე