- ივნისი 08, 2026
დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
- მარტი 21, 2024
- , პოლიტიკა
10 დღის განმავლობაში დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება",_ ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.