შაბათი, ივლისი 18, 2026

ვახტანგ გომელაური: შემცირებულია მკვლელობები, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები


ვახტანგ გომელაური: შემცირებულია მკვლელობები, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება. „2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია