შაბათი, ივლისი 18, 2026

რიო დე ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურამ +62 გრადუსს გადააჭარბა


რიო დე ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურამ  +62 გრადუსს გადააჭარბა

რიო დე ჟანეიროში +62 გრადუსზე მეტი სიცხე დაფიქსირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ კვირას დედაქალაქში ტემპერატურა +62 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. ქალაქის ადმინისტრაციამ ექვს მილიონ მცხოვრებს მიმართა: „მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. დალიეთ ბევრი წყალი." გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირას +62,3 ცელსიუს გრადუსი დაფიქსირდა დედაქალაქის დასავლეთით მდებარე გუარატიბას რაიონში, სადაც ძირითადად უზარმაზარი ნაგებობებია. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია