პოლიტიკა
"თუკი საქართველოს მოსახლეობა სექტემბრისთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შეძლებს, მოხდება ეპიდემიის შეკავება და ქვეყანაში აღარ იქნება მეოთხე ტალღა", _ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც რამდენიმე საათის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოში ჩამოიტანეს აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ვაქცინის 500 000 დოზა