პოლიტიკა
რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? - ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან - ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით!“ - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს - ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს
ყაველაშვილი შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პაპუაშვილი „ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცია და მის ძალადობას ვერავინ დაიჯერებს“