შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩინეთმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს და ამერიკულ რამდენიმე ორგანიზაციას სანქციები დაუწესა


ჩინეთმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს და ამერიკულ რამდენიმე ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ამერიკის ბოლოდროინდელი სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამერიკულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. მათ შორისაა აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 7 სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან Human Rights Watch-ის დირექტორი ჩინეთში - სოფი რიჩარდსონი და International Republican Institute-ის წარმომადგენელი ადამ კინგი. როგორც BBC წერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბოლოდროინდელი სანქციები მიზნად ისახავდა "ჰონგ კონგის ბიზნეს გარემოს უსაფუძვლოდ გაფუჭებას" და "სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმები. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს დაუწესა სანქციები. სწორედ ამას უკავშირდება ჩინეთის საპასუხო მოქმედება. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია