პოლიტიკა
აშშ-ის სენატში ინიცირებულია ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პრიორიტეტად გამოაცხადოს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში და შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სამხედრო დახმარების და აშშ-ის, ნატოს და შავი ზღვის რეგიონში პარტნიორების კოორდინაციის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, _ იუწყება რადიო თავისუფლება