- ივნისი 08, 2026
ყავა ლუდზე მავნებელი ყოფილა
- ივლისი 19, 2022
- , პოლიტიკა
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავას და ლუდს შეუძლია შეცვალოს დნმ-ის ის მონაკვეთი, რომელზეც დამოკიდებულია დაბერება და სიმსივნის წარმოქმნა. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავა ლუდზე გაცილებით მავნებელია. მათი განცხადებით, კოფეინი ამოკლებს, ხოლო ლუდი ზრდის ტელომერებს - ქრომოსომის დაბოლოებებს, რომლებიც დნმ-ის დაზიანებისგან დაცვაზე აგებენ პასუხს. გარდა ამისა, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ლუდის განსაზღვრული დონით მიღება ამცირებს ალუმინის ტოქსიკურ ეფექტს. ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, ალცგეიმერის დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელომერები მოკლდება სტრესის, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შედეგად. [simple-author-box]