შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში


როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში

არამდგრადი ამინდი ამ კვირაშიც ნარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმებით, დროგამოშვებით მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. "მნიშვნელოვანი წვიმაა მოსალოდნელი 18 ივლისის ღამეს, ასევე ხანმოკლე ხასიათის მნიშვნელოვანი წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი 20-21 ივლისის ღამეს. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, 18-19 ივლისს მოსალოდნელია +25, +27 გრადუსი. 20-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს ერთი- ორი გრადუსით. 23 ივლისიდან შეიძლება ამინდი ცოტათი გაუმჯობესდეს",_ ამბობს გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია