პოლიტიკა
მაისის შემდეგ „მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა, რომელთაგან 9 შემთხვევა ლაბორატორიულად იქნა უკუგდებული, ხოლო 1 დადასტურდა და პაციენტი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს - ორშაბათს ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა