- ივნისი 08, 2026
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა
- ივლისი 26, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.