შაბათი, ივლისი 18, 2026

ხარვეზები თანამდებობის პირთა დეკლარაციებში- საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს კვლევა


ხარვეზები თანამდებობის პირთა  დეკლარაციებში- საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სამეგრელო- ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2021 წელს შევსებული დეკლარაციები, რომელთა მეხუთედიც ხარვეზიანი აღმოჩნდა. "250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 50-მა ხარვეზებით შეავსო; მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესტიაში გამოვლინდა, სადაც დეკლარაცია ხარვეზებით 10-მა თანამდებობის პირმა შეავსო. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი მარტვილშია, სადაც დეკლარაცია ხარვეზით მხოლოდ ერთმა თანამდებობის პირმა შეავსო; 23 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი - ვახტან გადელია, აბაშის მერი - გიგა გაბელაია, წალენჯიხის მერი - გიორგი ხარჩილავა, ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა, ხობის მერის პირველი მოადგილე - რევაზ ზაქარაია, წალენჯიხის მერის მოადგილე - ივანე ბურდული და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზეზვა მაკალათია; გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის არიან: სენაკის მერი - ვახტანგ გადელია, აბაშის მერი - გიგა გაბელაია, ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზეზვა მაკალათია; 18 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის არიან სენაკის მერი - ვახტანგ გადელია და ფოთის მერის მოადგილე - ლექსო თოდუა; თანამდებობის ხუთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში. გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ჩატარებულია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოყენებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება",_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია