პოლიტიკა
გურული მანდილოსანი რა ადგება დილით ქათმებს აპურებს, ძროხას წველის და მათ ღორებთან ერთად საბალახოზე უშვებს; შემდეგ ამისა სამზარეულოში ხვეტს, სწმენდს და ცეცხლს ანთებს, კვერს ზელს და აცხობს; მის გამოცხობაში სახლ-კარს მიალაგებს და შემდეგ კვერსაც იღებს ცეცხლიდგან, გარეცხს მას და წვრილ შვილთან ერთად მითი თავს იხებსებს (საუზმე), შემდეგ ამისა კი ყანის მუშის სადილის მზადებას შეუდგება