- ივნისი 08, 2026
ვის ელის დღეს განსაკუთრებული იმედგაცრუება და რას უნდა მოერიდოთ _ 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- აპრილი 08, 2023
- , პოლიტიკა
მოსალოდნელია იმედგაცრუებები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ის რაც უკვე თქვენი გეგონათ შესაძლოა თავიდან გახდეს მოსაპოვებელი. იყავით დაკვირვებული და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. იყავით წინდახედული და ნუ დაარღვევთ მიღებულ ნორმებს, დაზოგეთ თქვენი ძალები და ახალ პროექტზე მუშაობის შემთხვევაში მეტი თავდაჯერებულობისა და საქმეში წარმატებისთვის სასურველია რჩევა ჰკითხოთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ერთობლივ პროექტებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით, რათა მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ან სტრატეგიამ საფრთხე არ შეუქმნას თქვენი გეგმების რეალიზებას. მიუხედავად დაძაბული და კონფლიქტური ვითარებისა, თქვენ შეძლებთ წარმატებით გადალახოთ სიძნელეები და ამასთანავე იპოვნოთ საუკეთესო გზა კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად. თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა დაგეხარებათ მიიღოთ სასურველი შედეგები და მყარად დაიკავოთ ლიდერის პოზიცია კოლეგებს შორის, ამასთანავე მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობაც. შეეცადეთ სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და შეინარჩუნოთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ. ახლა არაფერ კარგს არ მოგიტანთ სხვების მიბაძვა და არარეალურზე ოცნება. სჯობს იფიქროთ სტაბილურობაზე და დაისახოთ რეალური მიზნები. შესაძლოა დაგავალონ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, თქვენი საქმისადმი მიდგომა და იდეები გარშემომყოფშიც დაინტერესებას გამოიწვევს. მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები მოლაპარაკებებსა თუ ურთიერთობების დროს და შეეცადეთ არ გადაუხვიოთ თქვენი არჩეული გზიდან. ენდეთ საკუთარ თავს და არა სხვათა რჩევებს. მშვილდოსანი შესაძლებლობა გექნებათ ახალი ძალებით დაიწყოთ ან განაახლოთ მნიშვნელოვანი საქმე. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და თუ დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში გაბედულად იმოქმედეთ. გაგიჭირდებათ სიტუაციის ობიექტურად შეფასება. გაუთვლელმა სიტუაციამ შესაძლოა თავგზა აგირიოთ მით უმეტეს, რომ ვერ მოახერხებთ მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს. მოიფიქროთ ალტერნატიული გზები მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ნუ წამოიწყებთ მნიშნელოვან საქმეებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას საჭიროებენ და ნუ დაუპირისპირდებით არაკეთილმოსურნეებს.სასურველია იზრუნოთ თქვენს ფსიქოემოციურ სიჯანსაღეზე. დაიცავით თქვენი უფლებები და გაუგებრობების შემთხვევაში პირდაპირ დააფიქსირეთ თქვენი სათქმელი და პოზიცია, თუმცა ყოველმხრივ შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტი და აურზაური.