- ივნისი 08, 2026
ფოტოკონკურსი ივლიტას ბიბლიოთეკაში
- აპრილი 06, 2023
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები ქალებისთვის” ინიციატივით, ფოტოკონკურსი _ „რა ყოფილა გურია“ ჩატარდა. გამარჯვებულები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოავლინა და კონკურსის მონაწილეებს ივლიტას ბიბლიოთეკაში მასტერკლასი ჩაუტარა. I ადგილის მფლობელი ანა ხუნდაძე გახდა; II ადგილი მარიამ დუდუჩავამ დაიკავა; III ადგილი წილად ერგოთ მარიამ ბარამიძეს, თიკო ფუტკარაძესა და საბა ჯინჭარაძეს. გამარჯვებულ კონკურსანტებს მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.