პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას“