- ივნისი 08, 2026
ილონ მასკმა „Twitter-ის“ ახალ დირექტორად ლინდა იაკარინო დანიშნა
- მაისი 13, 2023
- , პოლიტიკა
ილონ მასკმა NBCUniversal-ის ყოფილი სარეკლამო დირექტორი, ლინდა იაკარინო, Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, ვინაიდან კომპანია ცდილობს უკუაქციოს რეკლამის შემოსავლის შემცირება. იაკარინო თავის თავზე აიღებს სოციალურ ქსელის მართვას მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი სარეკლამო ბიზნესის მოდერნიზებას დაახარჯა NBCUniversal-ში, რომელიც Comcast Corp-ს (CMCSA.O) ეკუთვნის. „მოხარული ვარ, მივესალმო ლინდა იაკარინოს, როგორც Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს! ის, ძირითადად, ბიზნეს ოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული, მე კი პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიებზე გავამახვილებ ყურადღებას“,- წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.