პოლიტიკა
არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? - ხალხია დაღუპული, ადამიანებს ეძებენ, უამრავი ჭირისუფალია, რომელსაც შვილი არ უნახავს, მეუღლე არ უნახავს, მშობელი არ უნახავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა, ოპოზიციონერ თაკო ჩარკვიანის მიერ, შოვში დატრიალებული ტრაგედიის პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის ჩატარების ინიციატივის შეფასებისას