შაბათი, ივლისი 18, 2026

“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ძალიან გთხოვთ, რამე ქენით”


“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ძალიან გთხოვთ, რამე ქენით”

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს. კაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება: „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა და როგორ არიან. ხალხო, ძალიან გთხოვთ, რამე ქენით“,- ამბობს ის. სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, _ ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია