- ივნისი 08, 2026
მარიამ ჯინჭარაძე ეროვნულებზე მიღებული ქულებით ლიდერთა შორისაა
- აგვისტო 03, 2023
- , პოლიტიკა
მარიამ ჯინჭარაძე ეროვნულებზე ქულებით ლიდერთა შორისაა. მარიამმა ქართულში, ინგლისურში და ისტორიაში ჩააბარა გამოცდა. მისი შედეგი კი ასეთია. მაქსიმალური 60 ქულიდან, ქართულში მარიამის ნაშრომი 58 ქულით შეფასდა; ინგლისურში მაქსიმალური 70-დან 68 ქულით, ხოლო ისტორიაში 60-დან 56 ქულით. მარიამს სურს სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. ვულოცავთ მარიამს ეროვნული გამოცდების ბრწყინვალე შედეგით ჩაბარებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.