პოლიტიკა
“ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა შეეხებოდა ორ მნიშვნელოვან საკითხს - ზურა ჯაფარიძის დაკავებას და ზოგადად პოლიტიკურ რეპრესიებს ქვეყანაში და სირიის ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას, რასაც უნდა აკეთებდეს მთელი ქართული დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ისინი მხოლოდ ივანიშვილს ემსახურებიან, ამიტომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ ჩვენ,” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკთან შეხვედრის შემდეგ