შაბათი, ივლისი 18, 2026

რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე სუიციდით გურიაში 2024 წელს


რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე  სუიციდით გურიაში 2024 წელს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში გურიაში სიცოცხლე სუიციდით სხვადასხვა ასაკის 18-მა ადამიანმა დაასრულა. გარდაცვლილებს შორის 12 წლის ბავშვია. რაც შეეხება სუიციდის მცდელობას, გურიის რეგიონში სუიციდის მცდელობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია