- ივნისი 08, 2026
გულისთვის სასარგებლო პროდუქტები
- მაისი 24, 2025
- , პოლიტიკა
ბროწეულის მიღებას ურჩევენ მათ, ვისაც სუსტი სისხლძარღვები და დაბალი ჰემოგლობინი აქვთ. ბროწეული ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, რითაც ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა დაავადების წარმოშობას. თევზი უმჯობესია ზღვის, რადგან უფრო მეტ სასარგებლო ომეგა-3 შეიცავს. იშემიური დაავადების რისკის შესამცირებლად საკმარისია თევზის კვირაში ერთხელ მიღება. ნიგოზი და სხვა თხილეულობა ნიგოზი მდიდარია B, C და E ვიტამინებით, რომლებიც აუმჯობესებენ გულის გამძლეობას. ნიგოზის მიღება უმჯობესია საუზმესა და სადილს შორის დროს. პომიდორი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, მჟავეებს, იოდს, მარგანეცს, უჯრედისს და ლიკოპინს – საუკეთესო ანტიოქსიდანტს, რომელიც გულს და მთლიანად ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური დაავადებისაგან. ამასთან საჭმლის მომზადებისას ლიკოპინი თავის თვისებებს არ კარგავს. არ შეიძლება არ აღინიშნოს შავი შოკოლადის სარგებლობა გულისათვის. ის აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს სისხლის წნევას. ამით საგრძნობლად მცირდება თრომბების წარმოქმნის ალბათობა. მოცვი აახალგაზრდავებს ორგანიზმს, წმენდს სისხლძარღვებს. ვაშლის რეგულარულ მოხმარებას ნორმაში მოჰყავს სისხლში ჰოლესტერინის დონე. კარგია სისხლძარღვებისათვის. [simple-author-box]