პოლიტიკა
საპატრიარქო პატრიარქის, ილია II-ის სახელით, საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს:
"საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2)
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო,
ქრისტე იშვა!
ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - „ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა“! (იოანე 1