შაბათი, ივლისი 18, 2026

დაიღუპა 106 ადამიანი, დაშავდა – 174, დაზიანებულია 3 000-მდე შენობა _ დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში


დაიღუპა 106 ადამიანი, დაშავდა – 174, დაზიანებულია 3 000-მდე შენობა _ დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, ტიბეტის მთიან რეგიონში 6,8 მაგნიტური სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწიშქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:05 საათზე დაფიქსირდა. ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 106 და დაშავდა 174 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დაზარალდა. ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი - სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში 1 500-მდე მაშველია ჩართული. ბოლო მონაცემებით, დანგრეული და დაზიანებულია 3 000-მდე შენობა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია