შაბათი, ივლისი 18, 2026

ნინო წილოსანი: “ბაკურიანში არის მაგარი სრიალი _ არ დაუჯეროთ მატყუარა ტელევიზიებს”


ნინო წილოსანი: “ბაკურიანში არის მაგარი სრიალი _ არ დაუჯეროთ მატყუარა ტელევიზიებს”

რადიო "თბილისი" პარლამენტარ ნინო წილოსანის ვიდეომიმართვას ავრცელებს. წილოსანი ყველას ეპატიჟება საქართველოს სამთო კურორტებზე: "არ დაუჯეროთ მატყუარა ტელევიზიებს _ ჩამოდით და ისიამოვნეთ. აქ ფანტასტიური თოვლია". ცნობისთვის: 2025 წლიდან პარლამენტარების ხელფასმა თითქმის სამჯერ მოიმატა და თვეში 11 680 ლარი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვეში 14 600 ლარს მიიღებს, პირველი მოადგილე _ 13 432 ლარს, მოადგილე _ 13 140 ლარს, კომიტეტის და ფრაქციის თავმჯდომარეები _ 12 410 ლარს. პრემიერის ხელფასი 13 300 ლარი იქნება, მინისტრების _ 11 305 ლარი პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 10 პროცენტით მოემატებათ. 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია თვეში 350 ლარი გახდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია