პოლიტიკა
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში